ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო კაპელანებს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა.

„მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას.

თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და, კაპელანთა კორპუსის სახელით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი – სახარება გადასცა.

თავდაცვის უწყების ფინანსური დახმარებითა და მხარდაჭერით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში აშენებულია და მოქმედებს 19 ტაძარი, ხოლო მშენებლობის პროცესშია ხუთი ეკლესია“, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.