ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასოდეს შევთანხმდებით, რა შეფასებას ვაძლევთ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა
ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასოდეს შევთანხმდებით, რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. როდესაც ამაზე ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს და რაზე იხდის სასჯელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ირაკლი ჩიქოვანი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბლოგერ მარკ ფეიგინის განცხადებასა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.
ჩიქოვანის თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება უზრუნველყოფილია. „მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ყველა ეს კამპანია, მთლიანი კამპანია, მათ შორის ფეიკკამპანია, რომელიც გულისხმობდა ამ კანონის დაბრენდვას, საბოლოო ჯამში, მიდის მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.