ალექსეი არესტოვიჩი - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყოდა, ასევე, იმედი მაქვს სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც ჩემთვის საქართველოში რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა
ალექსეი არესტოვიჩი - ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყოდა, ასევე, იმედი მაქვს სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც ჩემთვის საქართველოში რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა

ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყოდა, – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რითიც რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების იმედი აქვს.

„ერთი დროის ყოველ უკანონობას აქვს თავისი ზღვარი. ქართველი ხალხის გამარჯვება გახდება მორიგი მარცხი რუსეთისთვის, რომელიც მართული კორუმპირებული ელიტების საშუალებით ცდილობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლის გაკონტროლებას. მანამდე იყო უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა ომობს, მოლდოვა ამ დრომდე საფრთხის წინაშეა. კრემლს უნდა წაართვან შესაძლებლობა, ჩაერიოს თავისი მეზობლების პოლიტიკაში, ხალხების უფლებაში, აირჩიონ თავიანთი მომავალი.

უკრაინის თავდაცვის ძალები მას ამ შესაძლებლობას ფიზიკურად ართმევენ, რისთვისაც უზარმაზარ საფასურს იხდიან. დღეს ბახმუტთან უკრაინის გმირი დმიტრი კოცუბაილო (ლეგენდარული და ვინჩი) დაიღუპა, დაიღუპა მე-80 ბრიგადის მებრძოლი ანდრეი ლუკანიუკი. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ერები წაართმევენ კრემლს ამ შესაძლებლობას თავიანთი უძლეველობით, მტკიცე სურვილით, დაიცვან საკუთარი ნება და განახორციელონ ის. საქართველო იქნება თავისუფალი. ასევე, იმედი მაქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, რომელიც ჩემთვის გახდა საქართველოში რუსეთის გავლენისადმი დღევანდელი წინააღმდეგობის სიმბოლო“, – წერს არესტოვიჩი.