ირაკლი ჩიქოვანი - ირაკლი კობახიძე უძღვება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან სხდომას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი განიხილება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარეობს სხდომა, რომელიც ეძღვნება ვაქცინაციის პრობლემატიკას ევროპის საბჭოს სახელმწიფოებში და მნიშვნელოვანია, რომ ამ სხდომას უძღვება ირაკლი კობახიძე, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
სხდომას დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე უძღვება.
„ეს არის მნიშვნელოვანი სხდომა, პრაქტიკულად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც დღეს განიხილება ევროპის საბჭოში და შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ სხდომაზეც წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.