ირაკლი ჩიქოვანი – ირაკლი კობახიძე უძღვება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან სხდომას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი განიხილება

16:02, 27.01.2021

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარეობს სხდომა, რომელიც ეძღვნება ვაქცინაციის პრობლემატიკას ევროპის საბჭოს სახელმწიფოებში და მნიშვნელოვანია, რომ ამ სხდომას უძღვება ირაკლი კობახიძე, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

სხდომას დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე უძღვება.

„ეს არის მნიშვნელოვანი სხდომა, პრაქტიკულად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც დღეს განიხილება ევროპის საბჭოში და შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ სხდომაზეც წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი