ირაკლი ჩიქოვანი - გვაქვს რწმენა, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობა კვლავაც გვანდობს ქვეყნის მმართველობას, რა პროპორციით, ამას სალომე ზურაბიშვილს, არც მე და არც სხვას არავინ ეკითხება
ირაკლი ჩიქოვანი - გვაქვს რწმენა, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობა კვლავაც გვანდობს ქვეყნის მმართველობას, რა პროპორციით, ამას სალომე ზურაბიშვილს, არც მე და არც სხვას არავინ ეკითხება

საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საპარლამენტო სახელმწიფოში, მოქალაქეები და არჩევნები წყვეტს, ვინ არის ხელისუფლებაში. სწორედ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, ვინ გააგრძელებს ქვეყნის მართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, არჩევნების ბედს გადაწყვეტს საქართველოს ამომრჩეველი და არა – პოლიტიკაში მყოფი რომელიმე სუბიექტი.

ირაკლი ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტი კოალიციურ მთავრობასა და ერთპარტიულ სისტემაზე საუბრობს.

„ჩვენ გვაქვს ღრმა რწმენა, რომ იმ შედეგებითა და წარმატებებით, რომლებიც აქამდე გვიჩვენებია და მიგვიღწევია, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც გვანდობს ჩვენი ქვეყნის მმართველობას. რა პროპორციით და როგორ, ამას სალომე ზურაბიშვილს, არც მე და არც სხვა ინდივიდუალურ ადამიანს არავინ ეკითხება. ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება. ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და არაერთი უდიდესი გამოწვევის დროს უმოქმედია დიდი სიფრთხილით, დიდი გამოცდილებით და მიუღია სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.