სალომე ზურაბიშვილი - საქართველო თავისი დამოუკიდებლობის განმავლობაში არასდროს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია
საქართველო დღემდე, თავისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასდროს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომლებიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არასდროს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მომავალი არჩევნები კი ამ სისტემიდან გამოსვლის და ასევე დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სხვა სისტემაზე გადასვლის შანსია.
„საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასდროს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომლებიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.