ირაკლი ჩიქოვანი - გიორგი ვაშაძეს ბევრი არასწორი აზრი და წარმოდგენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე
ირაკლი ჩიქოვანი - გიორგი ვაშაძეს ბევრი არასწორი აზრი და წარმოდგენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს პირნათლად ექნება შესრულებული ყველა რეკომენდაცია, სამწუხაროდ, ერთის გარდა, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დეპოლარიზაციისთვის ოპოზიცია არ არის მზად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ვაშაძე აღნიშნავს: „ყავის სმის ჯგუფებში ვინც შევიდა, რა შედეგი დადო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“

„გიორგი ვაშაძეს ძალიან ბევრი არასწორი აზრი და წარმოდგენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 12 რეკომენდაციაზე დადებული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა არ ვჩერდებით, რადგან რამდენიმე საკითხზე გადაწყვეტილება ბოლომდეა მისაყვანი და ბოლომდე მივიყვანთ, რითიც საქართველოს ექნება პირნათლად შესრულებული ყველა რეკომენდაცია, სამწუხაროდ, ერთის გარდა, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ დეპოლარიზაციისთვის ოპოზიცია არ არის მზად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.