ირაკლი ბერაია - ე.წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც იდება საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ
ირაკლი ბერაია - ე.წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც იდება საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით ხელშეკრულების გაფორმების განკარგულების გაცემა საოკუპაციო ძალის პროვოკაციული ნაბიჯია, – ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები ემსახურება ადგილზე ვითარების გაუარესებას, მილიტარიზაციის კუთხით არსებული ვითარების დამძიმებას, რაც ზოგადად საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

„საოკუპაციო ძალის მსგავსი ნაბიჯები პროვოკაციული ნაბიჯებია. ზოგადად ე.წ. ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც იდება საოკუპაციო ძალასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის, არის აბსოლუტურად უკანონო, ე.წ. დოკუმენტები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ. მსგავსი ნაბიჯები ემსახურება ადგილზე ვითარების გაუარესებას, მილიტარიზაციის კუთხით არსებული ვითარების დამძიმებას, რაც ზოგადად საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მოდერნიზების ხარჯებს რუსეთი დააფინანსებს.