ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება გასცა.

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო ძალების მოდერნიზების ხარჯებს რუსეთი დააფინანსებს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე, მოსკოვი და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი მოლაპარაკებებს გამართავენ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რუსეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებლად 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.