ირაკლი ბენდელიანი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხვდება
დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს ხვდება.
სამი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციის წევრებთან ერთად მერიაში მთავრობის სხდომის მიმდინარეობის დროს მივიდა.
ისინი მთავრობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა თავდაპირველად, შენობაში შესვლა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებმა მოახერხეს. დაპირისპირება მოხდა მერია მოადგილეებსა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ლევან ხაბეიშვილსა და ლილე ლიპარტელიანს შორის. თუმცა მას შემდეგ რაც საკრებულოს წევრებმა შენობა დატოვეს, დაზარალებულები მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა მიიღო.