ირაკლი აბესაძე - „თიბისი ბანკის“ საკითხზე ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა უნდა იყოს
„თიბისი ბანკის“ საკითხზე ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა უნდა იყოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. დეპუტატი ბანკთან დაკავშირებულ პროცესებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს.
„ივანიშვილის შეტევამ „თიბისი ბანკზე“ კიდევ ერთხელ გააშიშვლა საზოგადოებისთვის ის სამწუხარო რეალობა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილის სხვადასხვა ახირებების შესრულების პირდაპირ ინსტრუმენტებად იქცა. ეს შეტევა განპირობებულია მისი სურვილით, სრულად აკონტროლებდეს იმ ფინანსებს, რომელიც ქვეყანაშია და ასევე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, ის შეტევას ახორციელებს ნებისმიერ ადამიანზე, რომელშიც კონკურენტს ხედავდეს.
ეროვნული ბანკისა თუ სამართალდამცავი ორგანოების ასეთი საქმიანობა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე დარტყმაა. პროცესში საქართველოს პარლამენტსაც შეუძლია, თავისი როლი შეასრულოს. ამ საკითხზე უნდა იყოს ძალიან ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სახალხო დამცველისა და სხვა სტრუქტურების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.