ირაცე გარსია პერესი - უნდა შევასრულოთ დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
ბატონებო და ქალბატონებო ევროპული საბჭოდან, თქვენ აზარალებთ ევროკავშირის იმიჯს, როდესაც არ ასრულებთ სიტყვას მათ წინაშე, რომლებიც მრავალი წელია, ელოდებიან ჩვენს კავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ირაცე გარსია პერესმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.
„ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. ჩვენი ერთგულება ნათელია. გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მან ასევე ევროპელ ლიდერებს ევროკავშირის შიდა პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდა, მათ შორის სოციალური უთანასწორობის, მაღალი ინფლაციის, სურსათის ფასების მატებისა და პოპულიზმის ზრდის.
„გაფართოება – დიახ, თუმცა ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ სახლსაც“, – აღნიშნა ირაცე გარსია პერესმა.