იორდანიის საგარეო უწყება - ვუსამძიმრებთ საქართველოს რაჭაში ტრაგიკული მეწყერის გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დაკარგულებს უსაფრთხო დაბრუნებას ვუსურვებთ
იორდანიის საგარეო უწყება - ვუსამძიმრებთ საქართველოს რაჭაში ტრაგიკული მეწყერის გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დაკარგულებს უსაფრთხო დაბრუნებას ვუსურვებთ

იორდანია სამძიმარს უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის გამო, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, –  ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და ემიგრანტები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მთავრობას და ხალხს, უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს, უსურვებენ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველა დაკარგულს – უსაფრთხო დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.