იორდანიის საგარეო უწყება – ვუსამძიმრებთ საქართველოს რაჭაში ტრაგიკული მეწყერის გამო, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დაკარგულებს უსაფრთხო დაბრუნებას ვუსურვებთ

13:48, 06.08.2023

იორდანია სამძიმარს უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის გამო, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, –  ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო და ემიგრანტები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მთავრობას და ხალხს, უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს, უსურვებენ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ყველა დაკარგულს – უსაფრთხო დაბრუნებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი