იორდანიის დედოფალი - მსოფლიო დაუყოვნებლივ დაუდგა გვერდით ისრაელს, ბოლო ორ კვირაში ვხედავთ სიჩუმეს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ადამიანური ტანჯვა ხდება, მსოფლიო კი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს
იორდანიის დედოფალი - მსოფლიო დაუყოვნებლივ დაუდგა გვერდით ისრაელს, ბოლო ორ კვირაში ვხედავთ სიჩუმეს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ადამიანური ტანჯვა ხდება, მსოფლიო კი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვს

ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იორდანიის დედოფალი რანია დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

„სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იორდანიის დედოფალმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა, მათ შორის იორდანიაში შოკირებული და იმედგაცრუებულია მსოფლიოს რეაქციით ამ კატასტროფის მიმართ.

„როდესაც მოხდა 7 ოქტომბერი, მსოფლიო დაუყოვნებლივ და ცალსახად დაუდგა გვერდით ისრაელს და მის უფლებას, დაეცვა საკუთარი თავი და დაგმეს მომხდარი თავდასხმა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ სიჩუმეს მსოფლიოში. ეს პირველი შემთხვევაა თანამედროვე ისტორიაში, როცა ასეთი ადამიანური ტანჯვა ხდება და მსოფლიო ცეცხლის შეწყვეტასაც არ ითხოვს. ასე რომ, დუმილი დამაყრუებელია და ბევრისთვის ჩვენს რეგიონში, ის დასავლურ სამყაროს თანამონაწილედ აქცევს. გვეუბნებიან, რომ არასწორია ოჯახის, მთელი ოჯახის იარაღის მუქარით მოკვლა, მაგრამ სასიკვდილო დაბომბვა არაა? ვგულისხმობ, რომ აქ თვალსაჩინო ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა იორდანიის დედოფალმა რანიამ.