2021 წლის პირველი სუპერტურნირის დაწყებამდე 5 დღით ადრე იოკუძუნა ჰაკუჰოს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლი დიდი ალბათობით იანვრის ბაშოზე ვერ გამოვა, რადგან covid19-ის გამო მას ისედაც მოუწევს იზოლაცია და მინიმუმ 6 საშეჯიბრო დღის გამოტოვება, რაც მის იუშოს გამორიცხავს.
ჰაკუჰოს დაბრუნებას გულშემატკივარი ჰაცუ ბაშოზე მოუთმენლად ელოდა. ტრამვის გამო ის დოჰიოზე ივლისის შემდეგ არ გასულა.
წლის პირველი სუპერტურნირი 10 იანვარს, ტოკიოში დაიწყება.