იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ IBSU-ს საკითხი მთავრობასთან განსახილველია
იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ IBSU-ს საკითხი მთავრობასთან განსახილველია

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია.

იოჰანეს ჰანის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან გამართულ აქციაზე IBSU-ს სტუდენტებს მოუსმინა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის საკითხი მთავრობასთან განსახილველია.

„დიახ, მე მათ მოვუსმინე. სრულად ინფორმირებული ვარ სიტუაციის შესახებ. ეს არის მთავრობასთან განსახილველი საკითხი“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიალის პარალელურად მიმდინარეობდა.