ევროკომისია თურქეთის ეკონომიკური დახმარების წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა გააკეთა. მისი თქმით, ანკარამ უნდა გაატაროს სერიოზული სავალუტო პოლიტიკა და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, ხოლო საგარეო დახმარება მას არ სჭირდება.
ჰანის განცხადებით, თურქეთი მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას და ევროკავშირის საკრედიტო პროგრამები მას დადებით შედეგს ვერ მოუტანს.
ევროკომისრის თქმით, პირველ რიგში თურქეთს სჭირდება დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი და სერიოზული საკრედიტო პოლიტიკა. ჰანი იმედოვნებს, რომ თურქეთის მიმართ ნდობა აღდება და ამ შემთხვევაში ევროპული კომპანიები თურქეთში ინვესტიციებს გაზრდიან.
თურქეთში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაცია იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც თურქეთის ლიდერი 27-29 სექტემბერს გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტის დროს ანგელა მერკელთან განიხილავს. ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება ანკარას ინტერესებშია.