იოჰან ვადეპული - ევროპამ უკრაინის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები
იოჰან ვადეპული - ევროპამ უკრაინის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები

ევროპამ უკრაინის გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს და უფრო სწრაფად განავითაროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

ვადეპულმა აშშ-ის მიერ გერმანიიდან ჯარისკაცების ნაწილის გაყვანის შესახებ ისაუბრა.

„ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ახალი მოწოდება – უნდა განვავითაროთ და გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები უფრო სწრაფად. უბრალოდ, სხვა გზა არ არსებობს“, – აღნიშნა ვადეპულმა.

მისი თქმით, უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება, განსაკუთრებით დრონების მიმართულებით.

„უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ სამხედრო შესაძლებლობების განვითარება და ხელმისაწვდომობა გაცილებით სწრაფად შეიძლება, ვიდრე ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაკეთებდით“, – აღნიშნა ვადეპულმა.