იოავ გალანტი - მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეცოპერაციები გაგრძელდება
იოავ გალანტი - მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეცოპერაციები გაგრძელდება

მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს სპეცოპერაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„„ჰამასი“ დაუცველია და იქ შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს იქ მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით არ გამოვიყვანთ და დავიბრუნებთ შეთანხმების პროცესებით, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?“ – განაცხადა გალანტმა.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამით ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე გათავისუფლებული ისრაელის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.