იოავ გალანტი - მაღალი ინტენსივობის ბრძოლები დასრულდა ღაზის ჩრდილოეთში და მალე დასრულდება ხან იუნისშიც
იოავ გალანტი - მაღალი ინტენსივობის ბრძოლები დასრულდა ღაზის ჩრდილოეთში და მალე დასრულდება ხან იუნისშიც

მაღალი ინტენსივობის ბრძოლები დასრულდა ღაზის ჩრდილოეთში და მალე დასრულდება ხან იუნისშიც, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზის ჩრდილოეთში სახმელეთო შეტევის „ინტენსიური ეტაპი“ დასრულდა და ის მალე დასრულდება სამხრეთშიც. გალანტის თქმით, „პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სამხედრო ოპერაციის პროგრესს“.

„ღაზის მომავალი მთავრობა ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს, ღაზას პალესტინელები უნდა მართავდნენ“, – აღნიშნა გალანტმა.

ამასთან, იოავ გალანტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მძევლებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება მხოლოდ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლით არის შესაძლებელი.

„ცეცხლი თუ შეჩერდება, მძევლების ბედი მრავალი წლის განმავლობაში იქნება „ჰამასის“ ტყვეობაში. სამხედრო ზეწოლის გარეშე არავინ დაგველაპარაკება. მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება მძევლების გათავისუფლება. ჩვენ მივაღწევთ ამას და დავამარცხებთ „ჰამასს“. ჩვენი მტრები და ჩვენი მეგობრები ერთნაირად უყურებენ შედეგებს და გვამოწმებენ“, – აღნიშნა გალანტმა.