იოავ გალანტი - ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზიდან მძევლების დაბრუნება უზრუნველყოს
ისრაელი შესაფერის მომენტშია, რათა ღაზიდან მძევლების დაბრუნება უზრუნველყოს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისი თქმით, „ჰამასზე“ ზეწოლა და პოზიციების გამტკიცება შესაძლებლობას აძლევს მათ, იყვნენ უფრო მოქნილები და თავისუფლები მოქმედებებში.
„იქნება რთული გადაწყვეტილებები და ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ამის საფასური, რათა დავიბრუნოთ მძევლები და შემდეგ დავუბრუნდეთ ბრძოლას“, – განაცხადა გალანტმა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიის ზოგიერთმა დანაყოფმა დატოვა ღაზის ტერიტორია, რათა მოემზადონ შემდგომი მისიებისთვის, მათ შორის რაფაჰში.