იოავ გალანტი - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს
იოავ გალანტი - „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ დასრულდება, რაც ისრაელი თავის მიზნებს მიაღწევს.

„ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც მიზნებს მივაღწევთ. მე ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც აშშ ითხოვს და ამბობს ომის კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ სერიოზულად ვიღებთ ამერიკის ქმედებებს“, – ამბობს გალანტი.

კითხვაზე, როდის იგეგმება მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება „ჰამასთან“, გალანტმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს მოხდება მაშინ, თუ ისრაელი გაზრდის სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“.

„მე მჯერა, რომ თუ ჩვენ გავზრდით სამხედრო ზეწოლას, იქნება შემოთავაზება მძევლების გათავისუფლების შესახებ და თუ იქნება შემოთავაზება, ჩვენ მას განვიხილავთ“, – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.