იოავ გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ახალ საბრძოლო მიდგომას გამოიყენებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორში თავდაცვის ძალების შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
იოავ გალანტის თქმით, გეგმა მოიცავს ახალ საბრძოლო მიდგომას ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში და მუდმივი კონტროლის ქონას „ჰამასის“ ლიდერებზე ანკლავის სამხრეთ ტერიტორიაზე.
გალანტის განცხადებით, მესამე ფაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჩრდილოეთ ღაზაში გამოიყენებენ ახალ საბრძოლო მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს შეტევებს, ტერორისტული გვირაბების განადგურებას, საჰაერო და სახმელეთო მოქმედებებს და სპეცოპერაციებს.
ამასთან, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთში განლაგებული ისრაელის ძალები ყურადღებას გაამახვილებენ „მძევლების დაბრუნების შესაძლებლობაზე“.