გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აზრი გამოთქვა „ეინდჰოვენის“ ნახევარმცველის მარიო გიოტცეს შესახებ.
„გერმანიაში მის გარშემო ყოველთვის დიდი ინტერესია. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი მისთვის მძიმე ტვირთი გახდა.
ამიტომაც გახარებული ვარ იმის გამო, რომ მარიომ ასე კარგად დაიწყო „ეინდჰოვენში”. ის გაცილებით ცოცხლად გამოიყურება და გაცილებით მოძრავია.
იგრძნობა, რომ ის სიამოვნებას იღებს თამაშისგან. ეს კი მნიშვნელოვანია მოძრავი ფეხბურთელისთვის, რომელსაც მინდორზე თავისუფლება სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მას.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასთან არა ერთხელ მქონდა კონტაქტი. მან ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენა. ჩემი აზრით, მარიომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ბუნდესლიგის გარეთ დაიწყო თამაში“, – თქვა ლიოვმა.
გიოტცე ამ ზაფხულს გადავიდა „ეინდჰოვენში“ „დორტმუნდიდან“. მან ერედივიზიონში სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მარიომ ახალ კლუბში ერთი გოლი გაიტანა ევროპის ლიგაზე.
ერედივიზიონის შვიდი ტურის შემდეგ, „ეინდჰოვენი“ მესამე ადგილზეა და ლიდერ „აიაქსს“ ორი ქულით ჩამორჩება.