ცნობილია მსოფლიო ფეხბურთში 10 ყველაზე მდიდარი წყვილი #1TVSPORT
ცნობილია მსოფლიო ფეხბურთში 10 ყველაზე მდიდარი წყვილი #1TVSPORT

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები – ყველაზე მდიდარი წყვილია მსოფლიო ფეხბურთში. ისინი სათავეში ჩაუდგნენ რეიტინგს, რომელიც Gambling Zone-მა შეადგინა.

ყოფილი ფეხბურთელი და ჯგუფ Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი 412,1 მილიონი ფუნტის მფლობელები არიან.

მეორე ადგილზე გავიდნენ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი (410,5 მილიონი), მესამეზე – ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო (182 მილიონი).

ფეხბურთის სამყაროში 10 ყველაზე მდიდარი წყვილი:

  1. დევიდ ბექჰემი და ვიქტორია ბექჰემი – 412,1 მლნ ფუნტი
  2. კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი – 410,5 მლნ
  3. ლიონელ მესი და ანტონელა როკუცო – 182 მლნ
  4. უეინ რუნი და კოლინ რუნი – 181,2 მლნ
  5. სერხიო რამოსი და პილარ რუბიო – 120,2 მლნ
  6. რობერტ ლევანდოვსკი და ანა ლევანდოვსკა – 104,2 მლნ
  7. ბასტიან შვაინშტაიგერი და ანა ივანოვიჩი- 84,9 მლნ
  8. მარიო გიოტცე და ან-კატრინ გიოტცე – 68,1 მლნ
  9. თომას მიულერი და ლიზა მიულერი – 44,1 მლნ
  10. რაჰიმ სტერლინგი და პეიჯ მილიანი – 36,8 მლნ