გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარიო გიოტცე ბუნდესლიგაში დაბრუნდა, სადაც ადრე „დორტმუნდისა“ და „ბაიერნის“ რიგებში თამაშობდა და ჯამში 323 მატჩი ჩაატარა.

„ეინდჰოვენის“ 30 წლის ფეხბურთელი „აინტრახტმა“ შეიძინა. ევროპის ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა გიოტცეს სანაცვლოდ ოთხი მილიონი ევრო გადაიხადა. ნახევარმცველმა 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

გიოტცეს ხელშეკრულება „ეინდჰოვენთან“ 2024 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში. გასულ სეზონში გერმანელმა 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი