ინტერპოლმა პრეზიდენტის დაკარგვაზე ცნობების მიღების თხოვნით ჩინეთს ოფიციალურად მიმართა
ინტერპოლმა ჩინეთის მთავრობას პრეზიდენტის დაკარგვასთან დაკავშირებით ცნობების მიღების თხოვნით ოფიციალურად მიმართა, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ Euronews-ს განუცხადა.
„ინტერპოლს აზიური სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირების იმედი აქვს“, – აღნიშნულია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
საფრანგეთის პოლიციამ ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მენ ჰუნვეის მეუღლემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ ჩინეთში ჩასვლისთანავე მეუღლესთან კონტაქტი დაკარგა.
ცოტა ხნის წინ კი ჩინურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერპოლის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩინეთში გამოძიება მიმდინარეობდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დაკითხვის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ ცნობას ოფიციალური პეკინი არ გამოხმაურებია.
ინტერპოლის პრეზიდენტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.