მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთშია და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს
მედიის ინფორმაციით, ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთშია და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს

ინტერპოლის პრეზიდენტი, რომელიც უკვე ერთი კვირაა დაკარგულად მიიჩნევა, ჩინეთშია, სადაც მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  მენ ჰუნვეი ჩინეთში ჩაფრენისთანავე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფება ინტერპოლის პრეზიდენტი და რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მეუღლემ გაავრცელა, რომელიც საფრანგეთში, ლიონში ცხოვრობს. სწორედ ლიონში მდებარეობს ინტერპოლის შტაბბინა.

საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.