ინტერპოლი სამართალდამცველებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი ვაქიცინების გავრცელების რისკის შესახებ აფრთხილებს
ინტერპოლი სამართალდამცველებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი ვაქიცინების გავრცელების რისკის შესახებ აფრთხილებს.
როგორც გამოცემა „გარდიანი“ იუწყება, ინტერპოლმა აღნიშნული გაფრთხილება მსოფლიო მასშტაბით გაავრცელა.
როგორც ინტერპოლში აცხადებენ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საზოგადოების ვაქცინით მომარაგების პროცესზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
„დანაშაულებრივი ჯგუფები ემზადებიან ვაქცინის მომარაგების ჯაჭვის გაწყვეტისთის, მათი სამიზნე იქნება საზოგადოება. ისინი ვებგვერდების საშუალებით ყალბ მედიკამენტებს გაავრცელებენ, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“, – ნათვქმია ინტერპოლის განცხადებაში.
ინტერპოლი ასევე შიშობს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის პარალელურად, გაიზრდება მოთხოვნა კორონავიურსის ტესტებზე, რითაც სავარაუდოდ, კრიმინალები ისარგებლებენ და ყალბი ტესტების გავრცლებას შეეცდებიან.
„უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე და სკეპტიციზმი, რადგან რაც საუკეთესოდ გეჩვენებათ, როგროც წესი, ტყუილია“, – აცხადებენ ინტერპოლში.
სააგენტო სამართალდაამცავებს მოუწოდებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა ყალბი ვაქცინების და მედიკამენტების გავრცელება აღიკვეთოს.