Instagram-ის აპლიკაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო, თუმცა მუშაობა უკვე განაახლა.
მომხმარებელი ვერ ახერხებდა საკუთარი გვერდის განახლებას, ფოტოების ატვირთვას და სხვა აქტივობებს.
აღნიშნულმა პრობლემა საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ვებგვერდზე შექმნილი პრობლემის ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამჟამად აპლიკაცია ხარვეზის გარეშე ფუნქციონირებს.