კრიშტიანო რონალდო პირველი ადამიანია, რომელსაც ინსტაგრამზე 400 მილიონი გამომწერი ჰყავს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდო პირველი ადამიანია, რომელსაც ინსტაგრამზე 400 მილიონი გამომწერი ჰყავს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი გახდა პირველი, ვისაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ ინსტაგრამში 400 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

მეორე ადგილზე ამერიკელი კაილი ჯენერია, რომელიც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს თითქმის 100 მილიონი გამომწერით ჩამორჩება (309 მილიონი).

მესამე პოზიციაზე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესია – 305 მილიონი გამომწერი.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდომ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.