ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში ხუთ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა
ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში ხუთ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა

გასული ღამის განმავლობაში ინგლისის ქალაქ ბირმინგემში ხუთ მეჩეთზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი ავრცელებს.

დაუდგენელმა პირმა მეჩეთებში ფანჯრები ჩაქუჩით ჩაამსხვრია.

„ჩემი თავდაპირველი რეაქცია მომხდარის გამო შოკი იყო. ხალხი შეშინებულია და ამბობს, რომ დღეს მეჩეთში ბავშვებს არ გაუშვებენ, რადგან შიშობენ, რომ ეს უსაფრთხო არ არის, თუმცა ჩვენ ღვთისმსახურებას არ შევწყვეტთ. საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ“, – განაცხადა ესტონში მდებარე მეჩეთის იმამმა, იუსეფ ზამანმა.

სამართალდამცველებისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია. საქმეს პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს.