ინგლისის ქალაქ ეილსბერში ლეგენდარული მომღერლის, დევიდ ბოუის პირველი ძეგლი დადგეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოუიმ მეხუთე სტუდიური ალბომიდან სიმღერა Ziggy Stardust პირველად სწორედ ამ ქალაქში შეასრულა.
როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებული ბრიტანელი არტისტი დევიდ ბოუი 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე კი, თავის დაბადების დღეს ბოუიმ სტუდიური ალბომი Blackstar გამოსცა – როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამოსათხოვარი ნაშრომი და ერთგვარი რეკვიემიც, დისკი, რომელიც მუსიკის კრიტიკოსებმა შედევრად შერაცხეს და ისეთ ეპოქალურ პროექტებს შეადარეს, როგორებიცაა Low და Outside.