აუქციონზე დევიდ ბოუის ყველაზე ძველი აუდიოჩანაწერი გაიტანეს
აუქციონზე დევიდ ბოუის ყველაზე ძველი აუდიოჩანაწერი გაიტანეს

აუქციონზე გასაყიდად დევიდ ბოუის ყველაზე ძველი აუდიოჩანაწერი გაიტანეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ჩანაწერი 1963 წლისაა და მასზე წარმოდგენილია სიმღერა I Never Dreamed,  რომელსაც ბოუი თავის პირველ ბენდთან, The Konrads-თან ერთად ასრულებს. ის სტუდია Decca-სთვის ჩაიწერა.

სიმღერის შესრულებისას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი 16 წლის იყო.

ჩანაწერი The Konrads-ის ყოფილმა წევრმა სახლის სათავსოში იპოვა.

როკ მუსიკის ქამელეონად წოდებული მომღერალი 2016 წლის 10 იანვარს გარდაიცალა.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, თავის დაბადების დღეს, სტუდიური ალბომი „Blackstar“ გამოსცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო გამოსათხოვარი ნაშრომი და ერთგვარი რეკვიემიც.

დისკი მუსიკის კრიტიკოსებმა შედევრად შერაცხეს და ისეთ ეპოქალურ პროექტებს შეადარეს, როგორიცაა, მაგალითად, 1977 წლის „Low“ ან „Outside“.