ინგლისის 2,5 მილიონზე მეტი მოქალაქე დე ვიტამინის რეკომენდებულ დოზას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს
ინგლისის 2,5 მილიონზე მეტი მოქალაქე დე ვიტამინის რეკომენდებულ დოზას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებს.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
როგორც „გარდიანი“ წერს, რომ მოხუცთა თავშესაფრები ბენეფიციარებისთვის დე ვიტამინის დოზებს ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მათ, ვინც ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფებში შედიან, შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადი გააკეთონ ვიტამინის უფასოდ მისაღებად.
დე ვიტამინის მიწოდების პროცესი იანვრიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„გარდიანი“ წერს, რომ დე ვიტამინსა „კოვიდ-19-ს“ შორის ურთიერთკავშირის დასადგენად კვლევები მიმდინარეობს.