პენიტენციური დაწესებულებების განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს 25 მილიონი ლარი გამოეყოფა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალ წელს ციხეებს ააშენებს. ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
კაკაურიძის განმარტებით, 2019 წელს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტიდან პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 25 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამას 15.9 მილიონი ლარი დაემატება, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ციხეების მშენებლობაზე დახარჯავს.