ინფრასტრუქტურის სამინისტრო -„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია ,- ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
საუბარია ბანკებთან სასესხო ხელშეკრულებებზე, რომელთა წარმოდგენის ვადა დღეს ამოიწურა.
ამასთან, 31 დეკემბერს იწურება საბოლოო ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.
ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა, კონსორციუმთან შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი გახდეს.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო კონსორციუმისთვის ვალდებულების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. კონსორციუმში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, მოიძიეს ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ დაინტერესებულია პროექტით.