ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.
„47 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან იმყოფება ეს პაციენტი. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ჟანგბადდამოკიდებულია, არაინვაზიურ ვენტილაციაზე იმყოფება.
მისი მდგომარეობა მძიმეა, როგორც ასაკის, ისე თანარსებული დაავდებების გათვალისწინებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჯერჯერობით სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღწეული, დაავადება მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ის ლაბორატორიული მონაცემების მხრივ, მაინც პროგრესირებს. ამიტომ ჯერ პროგნოზირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია.
დაგვრჩა მხოლოდ ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ძირითადად გვაქვს საშუალო და მსუბუქი პაციენტების რიცხვი“, – განმარტა მარინა ეზუგბაიამ.