ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტი გუშინ 16 პაციენტს ჩაუტარდა და მათგან კოვიდ 19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტებიდან ხუთი მათ ცენტრში უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.
„16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში, დანარჩენი ხუთი შემომატებულია, დადასტურებული დაავადებათა კონტროლის მიერ, დღეს კიდევ ხუთს უტარდება, პასუხებს შემდეგ მოგახსენებთ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, 60 პროცენტზე მეტს სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია აქვს.
„60 პროცენტზე მეტ პაციენტებში რის პნევმონიები. ეს პნევმონიებიც სხვადასხვა სიმძიმისაა. არის მძიმე პნევმონიები და არის პრობლემური, კრიტიკულ სიტუაციებს მიახლოებული პნევმონიები. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა, კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული ძალიან მძიმე პნევმონიით სამი გვყავს. ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემა გვაქვს, დანარჩენ ორთან გარკვეულწილად თითქოს სტაბილიზაცია მიღებული გვაქვს და იმედია, ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევაში არის პნევმონიები, რომლებიც მკურნალობას აბსოლუტურად პასუხობენ და მათი მდგომარეობა მალე ალბათ გაუმჯობესდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, მათგან 68 გამოჯანმრთელებულია.