ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოლო ორ დღეში ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა.
ამასთან, კლინიკა დატოვა კიდევ ოთხმა გამოჯანმრთელებულმა.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 23 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
მისივე თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
„ჩვენთან შემოსული ექვსი პაციენტის წყარო ცნობილია. ერთი არის ბოლნისიდან, ერთი არის მარნეულიდან. ექვსი იმპორტიებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა საკარანტინო სივრციდან. ახალი პაციენტების მდგომარეობა არც ერთის არ არის მძიმე, ჩატარებული კვლევევით, ლაბორატორიული მონაცემებითა და პაციენტების სუბიქეტურ-ობიექტური მონაცემებით, მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.