ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათში ორი ახალი პაციენტი მიიღეს.
შესაბამისად, ბოქსირებულ სექტორში ახლა სულ 24 კოვიდინფიცირებული მკურნლაობს.
„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალო და მსუბუქი. ამჟამად მძიმე პაციენტი არ გვყავს. ბოლო 24 საათში შემოვიდა ორი პაციენტი, ორივე საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს, ერთი საქართველოს, ერთი კი სომხეთის მოქალაქეა. ახლა მათ გამოკვლევები უტარდებათ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.