ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთლებული ჰყავს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ19-სგან 98 პირია განკურნებული.
კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში ამჟამად სულ 313 ინფიცირებული მკურნალობს, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 411-ს შეადგენს.