ინფექციონისტი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო
სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულს გამოხატული აქვს სიმპტომები, რაც კორონავიურუსს ახასიათებს.
„მიმდინარეობს მკურნალობა, კვლევები და მონიტორინგი შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით. გაფართოვდა კვლევები, მიმდინარეობს რადიოლოგიური კვლევები. ოჯახის წევრების მდგომარეობა სტაბილურია, საყურადღებო, თუმცა კონტროლირებადი რჩება მედპერსონალის მიერ. ქალბატონთან არის დადასტურებული პნევმონია. ჩართულია შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობა“,- განაცხადა კობახიძემ.
სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ამავე კლინიკაში მკურნალობს სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი, რომელთაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული.