ინდონეზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს
ინდონეზიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მყვინთავები მივიდნენ და შავი ყუთების ამოღებას ცდილობენ.
კატასტროფის ადგილზე მობილიზებულია ათი სამაშველო გემი და ოთხი ვერტმფრენი. მანამდე, მყვინთავებმა აღმოაჩინეს თვითმფრინავის ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრების ნაწილები. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„Sriwijaya Air“-ის კუთვნილი ბოინგ 737, რომელზეც 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
თვითმხილევლები ყვებიან, რომ მათ აფეთქების ხმა გაიგონეს. თუმცა, მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
„ბიბისის“ ცნობით, ბორტზე 50 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ბავშვი იყო.