ინდონეზიის სანაპიროსთან სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა სავარაუდოდ ჩამოვარდნილი სამგზავრო ბოინგის „შავი ყუთი“ იპოვეს
ინდონეზიის სანაპიროსთან სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა სავარაუდოდ ჩამოვარდნილი სამგზავრო ბოინგის „შავი ყუთი“ იპოვეს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, იმ ადგილას, საიდანაც სიგნალი დაფიქსირდა, ძლიერი დინებაა, რაც მყვინთავების მუშაობას ართულებს. ბორტჩამწერების მონაცემების შესწავლა გამოძიებას ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.
ბიუჯეტური ავიახაზების Lion Air-ის რეისმა JT610-მა ხმელეთთან კავშირი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან აფრენიდან 13 წუთში დაკარგა. თვითმფრინავი კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროსთან ჩამოვარდა. ბოინგის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 181 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრები სანაპიროზე არიან შეკრებილები და მაშველების მიერ აღმოჩენილი პირადი ნივთების იდენტიფიცირებში მონაწილეობენ