ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის ხელისუფლებამ ცუნამის საშიშროება გამოაცხადა.
აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გორონტალოს პროვინციის სამხრეთით 280 კილომეტრში, 43 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
კუნძულის მოსახლეობის ნაწილს ხელისუფლებამ სანაპირო ზონების დატოვებისკენ მოუწოდა.
მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.