ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
ინდონეზიის კუნძულ სულავესზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

ინდონეზიის კუნძულ სულავესზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის ხელისუფლებამ ცუნამის საშიშროება გამოაცხადა.

აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გორონტალოს პროვინციის სამხრეთით 280 კილომეტრში, 43 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

კუნძულის მოსახლეობის ნაწილს ხელისუფლებამ სანაპირო ზონების დატოვებისკენ მოუწოდა.

მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.