ინდონეზიის კუნძულ სულავესთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია
ინდონეზიის კუნძულ სულავესთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია

ინდონეზიის კუნძულ სულავესთან 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. The Jakarta Post-ის ინფორმაციით, სანაპიროზე ტალღების სიმაღლე უკვე ორ მეტრს აღწევს.

თვითმხილველების ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა სანაპირო ზოლს წყლის მასამ. სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

განსაკუთრებით დაზარალდა სანაპიროზე განთავსებული რესტორნები და მეჩეთი. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პალუდან 78 კილომეტრში დაფიქსირდა.
.